ხერსონში ქართული ლეგიონის მიერ გადარჩენილი ბავშვები და ცხოველები - რას წერს და რა კადრებს აქვეყნებს მამუკა მამულაშვილი - კვირის პალიტრა

ხერსონში ქართული ლეგიონის მიერ გადარჩენილი ბავშვები და ცხოველები - რას წერს და რა კადრებს აქვეყნებს მამუკა მამულაშვილი

მას შემ­დეგ რაც უკ­რა­ი­ნის ხერ­სო­ნის ოლ­ქში, კა­ხოვ­კის კაშ­ხალ­ზე მი­ტა­ნი­ლი იე­რი­შის შე­დე­გად კაშ­ხა­ლი და­ზი­ან­და, ხერ­სონ­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი და­იტ­ბო­რა. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში კი უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი.

ლე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მუ­მუ­ლაშ­ვი­ლი "ტვი­ტერ­ზე" წერს:

"ჩვე­ნი რაზ­მი ხერ­სო­ნის ევა­კუ­ა­ცი­ის მი­სი­ა­ში! 150-ზე მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი და გა­დარ­ჩე­ნი­ლია“, - წერს მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან კი­დევ ერთი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი ხერ­სო­ნე­ლი ბი­ჭია აღ­ბეჭ­დი­ლი.

ცნო­ბის­თვის, კა­ხოვ­კის კაშ­ხალ­ზე შე­ტე­ვა 6 ივ­ნისს გან­ხორ­ცი­ელ­და. უკ­რა­ი­ნამ და რუ­სეთ­მა კაშხლის დამ­ბომბვა­ში ერ­თმა­ნე­თი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 3 700-ზე მეტი სახ­ლი და­იტ­ბო­რა და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვას გა­ნაგ­რძო­ბენ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია გრძელ­დე­ბა. მაშ­ვე­ლებ­მა 2700-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 228 ბავ­შვი გა­მო­იყ­ვა­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას, მოს­კო­ვის მიერ და­ნიშ­ნულ­მა ხერ­სო­ნის ოლ­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ე.წ. ხელ­მძღვა­ნელ­მა, ვლა­დი­მერ სალ­დომ გა­ნა­ცხა­და, რომ დატ­ბო­რი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან 7100 ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

იხილეთ ვიდეო