"რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს" - ქეთი დოლიძე - კვირის პალიტრა

"რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს" - ქეთი დოლიძე

თე­ატ­რი­სა და კი­ნოს რე­ჟი­სო­რი ქეთი დო­ლი­ძე კი­ნო­ცენ­ტრში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს.

მისი თქმით, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის და­ნიშ­ვნა არ შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც დო­ლი­ძემ "ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, "არ შე­იძ­ლე­ბა ყველ­გან იუ­რის­ტე­ბი იყ­ვნენ".

"ქარ­თუ­ლი კინო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ველ­თვის იყო, მაგ­რამ ბო­ლომ­დე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბა, თუ არ ეყო­ლე­ბა სპონ­სო­რე­ბი. არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა და მორ­ჩა. არ შე­იძ­ლე­ბა ყველ­გან იყ­ვნენ იუ­რის­ტე­ბი, გა­მო­რი­ცხუ­ლია ეს ამ­ბა­ვი. იუ­რის­ტი უწყე­ბა­ში უნდა იყოს ერთი და ხომ არ შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იუ­რის­ტე­ბით გა­ივ­სოს, არა? რაც ხდე­ბა კი­ნო­ცენ­ტრში, ეგ არის და­უშ­ვე­ბე­ლი. მე მგო­ნია, რომ ეს არ არის კარ­გი მთავ­რო­ბის­თვის, ზურ­გში ჩარ­ტყმულ და­ნას ჰგავს", - ამ­ბობს ქეთი დო­ლი­ძე "ფორ­მუ­ლას­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრში თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უწყე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ისი­ნი ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შეხ­ვედ­რას მო­ი­თხო­ვენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, დი­რექ­ტო­რი კონ­კურ­სის გზით უნდა ირ­ჩე­ო­დეს, ხოლო ახა­ლი დი­რექ­ტო­რის და­ნიშ­ვნამ­დე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი უნდა შე­ჩერ­დეს. გააგრძელე კითხვა