რამდენი პროცენტი აქვს შანსი კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების Skybet-ის მიხედვით - კვირის პალიტრა

რამდენი პროცენტი აქვს შანსი კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების Skybet-ის მიხედვით

Skybet-მა, სტატისტიკის მიხედვით, პროცენტულად "ოქროს ბურთის" 2023 წლის ნომინანტთა ათეული დაასახელა.

სიაში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც ქარიმ ბენზემას, მარკუს რაშფორდის, ლაუტარო მარტინესისა და ჰარი კეინის დარად, 1% არგუნეს და ეს ფეხბურთელები მე-6-მე-10 ადგილებზე იმყოფებიან.

რეიტინგს 48%-ით ლიონელ მესი ლიდერობს, 40% ერლინ ჰოლანს დაუწერეს, კევინ დე ბრუინს, ვინისუსსა და კილიან მბაპეს კი 2% აქვთ.

2023 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოება 30 ოქტომბერს პარიზში, შატელეტის თეატრში გაიმართება.

sportall.ge