"მორჩა, რუსული კომპანია მაინც შემოვიდა" - ბიჭვინთაში "მოსკოვი რეზორტის" აშენება გადაწყდა: რუსული დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის დეტალები და ადგილობრივების პოზიცია - კვირის პალიტრა

"მორჩა, რუსული კომპანია მაინც შემოვიდა" - ბიჭვინთაში "მოსკოვი რეზორტის" აშენება გადაწყდა: რუსული დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის დეტალები და ადგილობრივების პოზიცია

"რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის აფხა­ზეთ­ში ვი­ზი­ტის მი­ზე­ზი ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბია, რომ­ლის "ეფ ეს ბეს­თვის" გა­და­ცე­მა ისე შე­ფუ­თეს, რო­გორც ბჟა­ნი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბა... მორ­ჩა, ჩვე­ნი პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­და, ბიჭ­ვინ­თა 30 მი­ლი­არდ რუბ­ლად გა­და­ი­ფორ­მეს - ჩვენ კი ვი­ძა­ხოთ, აფხა­ზე­თი არ იყი­დე­ბა! შემ­დეგ კი, შინ კმა­ყო­ფი­ლე­ბი დავ­ბრუნ­დეთ და ახალ ამ­ბებ­ში გა­ვი­გოთ, რო­მელ რუ­სულ კომ­პა­ნი­ას რა გეგ­მე­ბის აქვს აფხა­ზეთ­ში" - წერს აფხა­ზი აქ­ტი­ვის­ტი ელენ ამიჩ­ბა.

abkhaz-auto.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ცნო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ­დე, აფხა­ზეთ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით რუ­სე­თის სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცია იმ­ყო­ფე­ბო­და. ას­ლან ბჟა­ნია რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ალექ­სან­დრე ნო­ვაკს შეხ­ვდა, სა­დაც ერ­თობ­ლივ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რეს...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მა­შინ შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნო­ვაკ­მა დე­ლე­გა­ცი­ის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, ბიჭ­ვინ­თა­ში 46,5 ჰექ­ტარ­ზე გათ­ვლი­ლი სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სის "მოსკვა რე­ზორ­ტის­თვის" გან­კუთ­ვნი­ლი ტე­რი­ტო­რია და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

ეს ის კომ­პლექ­სია, რომ­ლის გარ­შე­მოც აფხა­ზეთ­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი იყო ატე­ხი­ლი და არა­ერ­თხელ აქ­ცი­აც გა­ი­მარ­თა.

ბჟა­ნია პი­რა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მარ­შრუტს, რო­მე­ლიც სო­ხუ­მი­დან ბიჭ­ვინ­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რათა რუ­სე­თის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის აფხა­ზე­თის პო­ტენ­ცი­ა­ლი და­ე­ნახ­ვე­ბი­ნა... დე­ლე­გა­ცი­ა­ში იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც ქვე­ყა­ნა­ში ომის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე მი­ხა­ილ ბა­ბი­ჩი.

ამას­თა­ნა­ვე, აფხა­ზეთს სტუმ­რობ­დნენ ეკო­ნო­მი­კი­სა და ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრე­ბის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სხვ...

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ რუ­სუ­ლი თან­ხე­ბი უკვე გად­მო­ი­რი­ცხა, ის აფხა­ზურ ბი­უ­ჯეტს მოხ­მარ­დე­ბა და გაპ­რო­ტეს­ტე­ბა უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. გააგრძელე კითხვა