"ჩვენ ვიპოვეთ შოიგუს ვაჟი არა სამხედრო ნაწილში ან სანგარში, გენშტაბის თბილ სავარძელშიც კი არა..." - რუსეთის თავდაცვის მინისტრის უკანონო ვაჟის მუსიკალური ვნებები ომის ფონზე
პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უკანონო შვილზე გამოძიება ჩაატარა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რითაა დაკავებული მინისტრის შვილი რუსეთ-უკრაინის ომის დროს.
"ჩვენ ვიპოვეთ შოიგუს ვაჟი არა სამხედრო ნაწილში ან სანგარში, გენშტაბის თბილ სავარძელშიც კი არა... ჩვენ ის "ევროპა პლუსის“ ჰიტებში ვიპოვეთ,“ - წერს navalny.com
მინისტრის ვაჟი დანილა შებუნოვი შოუბიზნესის სამყაროში შებას ან sheba singer-ის სახელით არის ცნობილი.
ამბობენ, რომ ბიჭი "რუსული შოუბიზნესის ამომავალი ვარსკვლავია“. სხვათა შორის, გარეგნულად მამამისს საკმაოდ ჰგავს.
ომის მიუხედავად, 22 წლის დანილა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ადრე ფეხბურთელობა სურდა, შემდეგ კი, ნავალნის გუნდის ინფორმაციით, არაერთი მილიონი დაიხარჯა იმისთვის, რომ წარმატებული მომღერალი გახდეს.
შოიგუს დანილა არაოფიციალური ცოლისგან, რუსეთის საგანგებო-სამაშველო სამინისტროს "სტიუარდესასგან", ელენა შებუნოვასგან ჰყავს. (გააგრძელეთ კითხვა)