ვინ არის ქართველი გოგო, რომელიც ამერიკაში სატვირთოს მძღოლად მუშაობს?
ქართელი ემიგრანტი ნათია რეხვიაშვილი აშშ-ში სატვირთოს მძღოლის პოზიციაზე მუშაობს.
"ძალიან რთულია ამ ქვეყანაში თავი დაიმკვიდრო. თუკი მიზანი აქვთ და მიზნისკენ მიისწრაფვიან, ამ შემთხვევაში უფრო მარტივია ყველაფერი. თითოეული დღე, თითოეული შანსი უნდა გამოიყენო.
ვმუშაობ სატვირთო ავტომობილზე, რომელსაც "ტრაილერს" ეძახიან. არის მისაბმელიანი და ამერიკის მასშტაბით ყველა შტატში გადამაქვს ნივთები. ამერიკაში უბრალო ვიზიტით, სამი წლის წინ წამოვედი, მაგრამ პირველივე დღეს მივხვდი, რომ აქედან არ წავიდოდი და ეს იყო ის ადგილი, სადაც უნდა დავრჩენილიყავი და განმეხორციელებია ჩემი გეგმები. ჩემი ამერიკული ოცნება როგორიც იყო, რეალობას შეესაბამება. იყო სირთულეებიც", - ამბობს ნათია პალიტრავიდეოსთან ინტერვიუში.
ასევე ნახეთ: საქართველო-მექსიკა-ამერიკა - ჯოჯოხეთის მარშრუტი სამოთხეში მოსახვედრად?