"საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი ბოდიშებს უხდის რუს პროპაგანდისტებს" - როგორ ეხმაურებიან გავრცელებულ ჩანაწერებს? - კვირის პალიტრა

"საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი ბოდიშებს უხდის რუს პროპაგანდისტებს" - როგორ ეხმაურებიან გავრცელებულ ჩანაწერებს?

Youtube-ზე ვრცელ­დე­ბა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი ზუ­რაბ აბა­ში­ძე სა­უბ­რობს ჩა­ი­კოვ­სკის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის პრე­ზი­დენტ მარკ ზილ­ბერ­კვიტ­თან, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პოზ­ნერს თბი­ლის­ში ახ­ლდა.

ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, აბა­ში­ძე მათ, ვინც პოზ­ნე­რის თბი­ლის­ში ვი­ზი­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტა, „ნა­ცის­ტე­ბის ჯგუფს“ უწო­დებს და პოზ­ნერს ბო­დიშს უხ­დის.ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, 2021 წლის 1-ელი აპ­რი­ლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და დღეს გავ­რცელ­და.

გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წერს უკვე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ზუ­რაბ აბა­ში­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა, რად­გან მთლი­ა­ნად „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის ჩარ­თუ­ლი რუ­სეთ­თან არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში და ეს დას­ტურ­დე­ბა უვი­ზო რე­ჟი­მის და ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნი­თაც.

"ეს ჩა­ნა­წე­რი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, თუ რო­გო­რი ვა­სა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ქარ­თუ­ლო ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მი­მართ. ეს ადას­ტუ­რებს ფაქ­ტებს, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არა­ერ­თხელ გაჟ­ღერ­და: გო­მე­ლა­უ­რის, შსს- ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის კავ­ში­რებს "ეფეს­ბეს" მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან, ლავ­რო­ვის შვი­ლის ვი­ზი­ტი - ყვე­ლა­ფე­რი ეს ადას­ტუ­რებს იმას, რომ დღეს ქვე­ყა­ნას მარ­თავს არა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, არა­მედ რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა. ეს უნდა იყოს გან­მსა­ზღვრე­ლი და ამ პრიზ­მი­დან უნდა შე­ვა­ფა­სოთ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა. დღეს ქვე­ყა­ნას მარ­თავს ვა­სა­ლუ­რი რე­ჟი­მი "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის", - გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რის მი­ხე­ილ და­უშ­ვი­ლის თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა დად­გინ­დეს.

"რო­გორც ჩანს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობ­და და სა­ინ­ტე­რე­სოა, ეს კო­მუ­ნი­კა­ცია არ­სე­ბობ­და თუ არა იქამ­დე, ან ამის შემ­დე­გაც. ძა­ლი­ან მძი­მეა სა­უბ­რის ნახ­ვა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბო­დი­შებს უხ­დის რუს პრო­პა­გან­დის­ტებს.

მე გა­მი­ჭირ­დე­ბა ვთქვა, ასე­თი რამე მოხ­და, თუ არა ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ვი­ზი­ტის შემ­თხვე­ვა­შიც, მაგ­რამ არაფ­რის გა­მო­რი­ცხვა არ შე­მიძ­ლია, რად­გან რო­გორც ჩანს, ასე­თი რამ ადრე მომ­ხდა­რა, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­დას­ტურ­დეს ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა" , - გა­ნა­ცხა­და და­უშ­ვილ­მა.