"უკიდურესი იშვიათობაა ასეთი ქარიზმატული, გონიერი ადამიანი" - ცნობილი პედაგოგი, "გერმანული სკოლის" დამფუძნებელი გარდაიცვალა
სოციალურ ქსელში 14 ივნისს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი, მე-6 საავტორო სკოლის დამფუძნებელი ნინო რამიშვილი.
"ტკივილით და მწუხარებით გაუწყებთ ჩვენი სკოლის დამფუძნებლის: ნინო რამიშვილის გარდაცვალებას. 40 წლის წინ ნინო რამიშვილმა საქართველოში ყველაზე ქართული და ყველაზე თანამედროვე სკოლა შექმნა, რომელიც დღემდე თავისუფალ, მოაზროვნე, პატრიოტული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით შემკულ ახალგაზრდებს ზრდის. ნინო რამიშვილი ათასობით ადამიანისათვის დარჩება სიკეთის, სინათლისა და ღირსების სიმბოლოდ", - ვკითხულობ სკოლის ოფიციალურ "ფეისბუქგვედზე".
მას სტუდენტები მოსწავლეები, ცნობილი ადამიანები ემშვიდობებიან და იხსენებენ იმ დამსახურებას, რომელიც ნინო რამიშვილის ქვეყნის განვითარებასა და განათლების სფეროში აქვს შეტანელი.
კონსტანტინე გამსახურდია:
"გარდაიცვალა ნინო რამიშვილი, გერმანული სკოლის დიდი პატრიოტი და დირექტორი, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მხურვალე მხარდამჭერი, ჩემი მასწავლებელი თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში; ქალი, რომელსაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, გონიერი და ღირსეული ადამიანები აფასებდნენ.
ნაადრევად წასული პოეტის, პაკო სვიმონიშვილის დედა. გულწრფელი სამძიმარი მინდა ვუთხრა მიხო სვიმონიშვილს და მის ოჯახს.
"ვიღაც წავიდა.ჩატეხილი რითმაში ქარი - განწყობა ჩემი.სამ სამანზე ქრებოდა დილა.
სიჩუმეს ცრიდა ასპიროზი და ლურჯი მთვარე...ვიღაც წავიდა, სიზმარს იქით ღამე იხილა".(პაკო)" (გააგრძელეთ კითხვა)