„დიდი ხანია, ასე აღარ უხალისია“ - რა კადრებს აქვეყნებს დათის დედა? - კვირის პალიტრა

„დიდი ხანია, ასე აღარ უხალისია“ - რა კადრებს აქვეყნებს დათის დედა?

9 წლის დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი ინსტაგრამის პირად გვერდზე მხიარულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ დათი ატრაქციონებზე ერთობა.

„დიდი ხანია ასე აღარ უხალისია…სადაც ჩავეტიეთ ყველგან ვიჯექით… ძალიან დიდი მადლობა შუმბალენდს, ხშირად გესტუმრებით ხოლმე”, – წერს დათის დედა.

დათი ქოქრაშვილი თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. 31 მარტს ბავშვი თავისი კორპუსის წინ, ტროტუარზე იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა, როცა მანქანა დაეჯახა. დამნაშავე მძღოლი მალევე დააკავეს და სასამართლომ მას 4 წელი მიუსაჯა.

დათის გამოსაჯანმრთელებლად უამრავი ოპერაცია ჩაუტარდა.