"ჩვენ იქამდე დავეხმარებით ჩვენს მებრძოლებს, ვიდრე ცოცხლები ვართ" - გრიგორი ლეპსი და ნიკოლაი ბასკოვი უკრაინის მფლობელობაში არსებულ განადგურებულ ტანკში 1 მილიონ რუბლს იხდიან?
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართული წარმოშობის მომღერალი გრიგორი ლეპსი, რომელიც წლებია, რუსეთში ცხოვრობს და რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების მფლობელობაში არსებულ თითო განადგურებულ ტანკში 1 მილიონ რუბლს გადაიხდიან.
რუსული მედიის ცნობით, ეს პირობა მათ პეტერბურგის ეკონომიკის ფორუმზე დადეს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების დახმარების ინიციატივა, გრიგორი ლეპსთან და ნიკოლაი ბასკოვთან ერთად, კიდევ ერთმა მომღერალმა - ვლადიმერ კისილიოვმა გამოთქვა.
"ჩვენ იქამდე დავეხმარებით ჩვენს მებრძოლებს, ვიდრე ცოცხლები ვართ, ვიდრე შეგვიძლია ჩვენი სამშობლოსთვის მოვკვდეთ..." - აღნიშნა გრიგორი ლეპსმა.
რუსული მედიის ცნობით, როგორც გრიგორი ლეპსი, ასევე ნიკოლაი ბასკოვი დონბასში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ კონცერტიც გამართეს და რუსი ჯარისკაცები მოინახულეს.