აზერბაიჯანელი მომღერალი რუსული ბიზნესიდან: პრეზიდენტ ალიევის ყოფილი სიძე, მილიარდერი მამით და საერთაშორისო წარმატებით - ვინ არის ემინი, რომლის დუეტსაც ნანი ბრეგვაძესთან სკანდალი მოჰყვა? - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანელი მომღერალი რუსული ბიზნესიდან: პრეზიდენტ ალიევის ყოფილი სიძე, მილიარდერი მამით და საერთაშორისო წარმატებით - ვინ არის ემინი, რომლის დუეტსაც ნანი ბრეგვაძესთან სკანდალი მოჰყვა?

"ლე­გენ­და­რულ ნანი ბრეგ­ვა­ძეს­თან თბი­ლის­ში. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სი­ურპრი­ზი ძა­ლი­ან მალე... "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა“, - ამ სტა­ტუ­სით ნანი ბრეგ­ვა­ძეს­თან სა­უბ­რი­სას გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მომ­ღერლ­მა ემინ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მალე მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნანი ბრეგ­ვა­ძე არ­ტის­ტთან წერ­და დუ­ეტს.

"გარ­დე­ნია შე­ვარ­ნა­ძის" მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პოს­ტის მი­ხედ­ვით, სიმ­ღე­რა­ზე კლიპ­საც იღე­ბენ.

"გუ­შინ მთე­ლი დღე ვუ­ყუ­რებ­დით, ვუს­მენ­დით, ვაკ­ვირ­დე­ბო­დით და ყვე­ლას - რე­ჟი­სორს, მხატ­ვარს, დე­კო­რა­ტორს, ოპე­რა­ტორს, ფო­ტოგ­რაფს, გამ­ნა­თე­ბელს, ვი­ზა­ჟისტს, უბ­რა­ლოდ ამ ამბვის შემ­სწრეს სა­ხე­ზე მხო­ლოდ გაკ­ვირ­ვე­ბა გა­ო­ცე­ბა, მი­სით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ეხა­ტა.

და­უ­ჯე­რე­ბე­ლია ასე­თი შე­მარ­თე­ბა, უნა­რი, სურ­ვი­ლი და ძალა რომ იდ­გეს ყვე­ლას­თვის სა­მა­გა­ლი­თოდ, ამა­ყად, ქარ­თუ­ლად სუ­ლით და გუ­ლით ქარ­თუ­ლად! სა­ღა­მოს დაგ­ვემ­შვი­დო­ბა, ალ­ბათ ლა­მა­ზი გა­მო­ვაო თქვა და კი­დევ მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დეო!

მად­ლო­ბა Zaza Orashvili Shako Popiashvili Natalia KutateladzeEka Mamaladze", - ვკი­თხუ­ლობთ პოს­ტში. (გააგრძელეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები)