“წვიმა მოგონებებს ასველებს“, “ერთხელ გაკოცებ და წავალ”..მოგცემთ ჩემს "ფლეილისტს“, რასაც ვუსმენ" - თორნიკე რიჟვაძე გიორგი კირთაძეს პასუხობს - კვირის პალიტრა

“წვიმა მოგონებებს ასველებს“, “ერთხელ გაკოცებ და წავალ”..მოგცემთ ჩემს "ფლეილისტს“, რასაც ვუსმენ" - თორნიკე რიჟვაძე გიორგი კირთაძეს პასუხობს

აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში ხმა­უ­რი იყო. ერ­თმა­ნეთს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა” და “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

დე­პუ­ტა­ტებ­მა ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, სი­ტუ­ა­ცია იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის გან­სა­მუხ­ტად დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩა­რე­ვა გახ­და სა­ჭი­რო.

“ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა გი­ორ­გი კირ­თა­ძემ აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე სას­ტუმ­რო “რე­დი­ოსმში” რუს ოფიც­რებ­თან ერ­თად ქე­იფ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. გი­ორ­გი კირ­თა­ძემ მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს მოს­თხო­ვა, ინ­ფორ­მა­ცი­ის უარ­ყო­ფა, რომ­ლის თა­ნახ­მად, არ­ჩილ ჩი­ქო­ვა­ნი და თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე რუს ოფიც­რებ­თან ერ­თად ქე­ი­ფობ­დნენ და რუსი ოფიც­რე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად მუ­სი­კას უს­მენ­დნენ.

“ბა­ტო­ნო თორ­ნი­კე გვი­თხა­რი, უს­მენ­დით, თუ არა რუს ოფიც­რებ­თან ერ­თად ამ სიმ­ღე­რას, შვი­ლებ­ზე და­ი­ფი­ცეთ, უს­მენ­დით თუ არა. მე მაქვს აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­საც წარ­მო­გიდ­გენთ”, - მი­მარ­თა გი­ორ­გი კირ­თა­ძემ აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს.

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ კი ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს გა­ნუ­ცხა­და, რომ მათ უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბი აქვთ.

“მე არ ვუს­მენ ეგეთ სიმ­ღე­რებს, თქვენ თუ უს­მენთ მო­უს­მი­ნეთ, ეგ ხართ თქვენ, აღარც დედა იცით, აღარც მამა, და­დი­ხართ. გა­ურ­კვე­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბით და უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბით, ან შვი­ლებ­ზე და­ფი­ცე­ბის მო­თხოვ­ნა, რას ნიშ­ნავს, სად ის­წავ­ლეთ, რო­მელ ქა­ლაქ­ში, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში, სირ­ცხვი­ლია”, - აღ­ნიშ­ნა თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ.

ამას­თან, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ იმ სიმ­ღე­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და­უ­სა­ხე­ლა, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით უს­მენს.

“მოგ­ცემთ „ფლე­ი­ლისტს“, რა­საც ვუს­მენ, ეს არის: “სა­ქარ­თვე­ლოო ლა­მა­ზო“, “წვი­მა მო­გო­ნე­ბებს ას­ვე­ლებს“, “ერთხელ გა­კო­ცებ და წა­ვალ”, - გა­ნუ­ცხა­და თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს.

აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის ან­გა­რი­ში აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში 5 სა­ათ­ზე მე­ტია მიმ­დი­ნა­რე­ობს. რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც.