ვინ არის ქართველი მასწავლებელი, რომლის ცეკვის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა - კვირის პალიტრა

ვინ არის ქართველი მასწავლებელი, რომლის ცეკვის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

64 წლის მარინა ბედოშვილი თბილისის 159-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. რამდენიმე დღის წინ საკლასო ოთახში, მოსწავლეებთან ერთად, მის მიერ შესრულებულმა ცეკვამ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. "პალიტრავიდეოს" გადამღები ჯგუფი პედაგოგს სკოლაში ესტუმრა, რათა უფრო ახლოს გაგვეცნო თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ქართველი მასწავლებელი.