"შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, დაფიქსირდა გულის გაჩარება,..." - ორფოლოს პოლიგონზე, სწავლების დროს, ჯარისკაცს მეხი დაეცა - კვირის პალიტრა

"შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, დაფიქსირდა გულის გაჩარება,..." - ორფოლოს პოლიგონზე, სწავლების დროს, ჯარისკაცს მეხი დაეცა

ორ­ფო­ლოს პო­ლი­გონ­ზე მიმ­დი­ნა­რე გეგ­მი­უ­რი სა­ვე­ლე სწავ­ლე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის და­სავ­ლე­თის სარ­დლო­ბის მე-2 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 24-ე სა­არ­ტი­ლე­რიო ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­ურს, ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ გო­დერ­ძი აფ­რა­სი­ძეს მეხი და­ე­ცა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "tv9" ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­შა­ვე­ბულ ოფი­ცერს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ქვე­და­ნა­ყო­ფის სამ­ხედ­რო ექი­მებ­მა ად­გილ­ზე აღ­მო­უ­ჩი­ნეს და ახალ­ცი­ხის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­უ­ტარ­და.

პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე რჩე­ბა.

"მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე, შე­მო­იყ­ვა­ნეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, და­ფიქ­სირ­და გუ­ლის გა­ჩა­რე­ბა, აქვს დამ­წვრო­ბა. ჩა­ვუ­ტა­რეთ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, - გა­ნა­ცხა­და კლი­ნი­კის მე­ნე­ჯერ­მა კა­ხა­ბერ მუ­ხი­გუ­ლაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნა­ლურ­მა სამ­მარ­თვე­ლომ.

"ინტერპრესნიუსი"