"დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით..." - ნანი ბრეგვაძის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს რუს მომღერალთან ჩაწერა დუეტი - კვირის პალიტრა

"დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით..." - ნანი ბრეგვაძის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს რუს მომღერალთან ჩაწერა დუეტი

ლე­გენ­და­რულ ნანი ბრეგ­ვა­ძეს­თან პო­პუ­ლა­რულ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მომ­ღე­რალ­მა ემინ­მა დუ­ე­ტი ჩა­წე­რა. ისი­ნი ცნო­ბილ ქარ­თულ ჰიტს "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნას“ ას­რუ­ლე­ბენ, რო­მელ­საც ბუბა კი­კა­ბი­ძე შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რო­და. კლი­პის რე­ჟი­სო­რი ზაზა ორაშ­ვი­ლია, გა­და­ღე­ბე­ბი კი "გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძე­ში“ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­გორ და­თან­ხმდა ქალ­ბა­ტო­ნი ნანი ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლე­ბელს დუ­ეტ­ზე, ამ და სხვა დე­ტა­ლებ­ზე ambebi.ge-ს ესა­უბ­რა.

ცნო­ბი­ლია ისიც, რომ მე­დი­ის ნა­წილ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს ნანი ბრეგ­ვა­ძემ დუ­ე­ტი რუს მომ­ღე­რალ­თან ჩა­წე­რა, რა­მაც მომ­ღერ­ლის ყუ­რამ­დეც მი­აღ­წია და გვი­თხრა, რომ ყვე­ლა და­წყნარ­დეს, რად­გან ემი­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია და ის ბუბა კი­კა­ბი­ძის მე­გო­ბა­რი იყო.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანი, კლი­პის გა­და­ღე­ბა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია?

- კლი­პი გა­და­ვი­ღეთ, მაგ­რამ ჯერ ბო­ლომ­დე არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი, და­მუ­შა­ვე­ბა უნდა.

- მის შე­მოქ­მე­დე­ბას თუ იც­ნობ­დით, რო­გორ და­თან­ხმდით მას­თან დუ­ე­ტის ჩა­წე­რა­ზე?

- ეს კლი­პი ბუ­ბას და ემინს უნდა ჩა­ე­წე­რათ. რო­დე­საც ბუბა ცო­ცხა­ლი იყო, ემინ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, კლი­პი გა­და­ე­ღოთ "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ზე.“ ის არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი და მე­გობ­რობ­დნენ. რო­დე­საც ბუბა გარ­და­იც­ვა­ლა, გა­გიჟ­და კი­ნა­ღამ. მერე მო­ი­ფიქ­რეს, რომ ბუ­ბაც იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი, ადრე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბით და დუ­ეტს ჩემ­თან ჩა­წერს. მე ვი­წყებ, მერე ემი­ნი მღე­რის, მერე მე და ემი­ნი და ამის შემ­დეგ ბუბა შე­მო­დის. აქ არა­ფე­რი არ არის ისე­თი, ყვე­ლა ცნო­ბილ მომ­ღე­რალს აქვს დუ­ე­ტის ჩა­წე­რის სურ­ვი­ლი.

- ემი­ნი არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და არა რუსი, რო­გორც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

- არა, რა თქმა უნდა, ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია. ეგ კი არა, მა­გას უნ­დო­და, რომ რუ­სუ­ლად ემ­ღე­რა თარ­გმა­ნი და ბუ­ბამ ამა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი უთხრა. ამი­ტომ თა­ვა­დაც ქარ­თუ­ლად მღე­რის. რას ჰქვია დავ­თან­ხმდი, დავ­თან­ხმდე­ბო­დი აბა, რა. გააგრძელე კითხვა