სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ერთი ოჯახის წევრია.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ტრაილერს დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანეს.
ექიმების შეფასებით, სამი დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.