სასამართლომ ცნობილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის ვაჟი, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობის საქმეზე, დამნაშავედ ნაწილობრივ ცნო
გორში, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი სასამართლომ ძალადობაში დამნაშავედ ცნო, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში გაამართლა.
გორის რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებული თ.კ. რომელმაც 2020 წლის 9 ივნისს, გორში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა შელაპარაკებისას, ხელის დარტყმით დაზარალებულს თავის არეში სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა დამნაშავედ ცნო დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე და გაამართლა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში.
უწყების განმარტებით, პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. (გააგრძელეთ კითხვა)