ბათუმში, ზღვაში 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

ბათუმში, ზღვაში 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

არასრულწლოვანი ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.

"ინტერპრესნიუსი"