"მაშ, ვინ მოკლა ჩემი შვილი?!" - რას ამბობენ 18 წლის ბიჭის მშობლები, რომლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკიც სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნო - კვირის პალიტრა

"მაშ, ვინ მოკლა ჩემი შვილი?!" - რას ამბობენ 18 წლის ბიჭის მშობლები, რომლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკიც სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნო

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გორ­ში, 18 წლის ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი თა­რაშ კან­დე­ლა­კი სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­დო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო, ხოლო ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ნა­წილ­ში გა­ა­მარ­თლა.

გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რებს.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლი თ.კ. რო­მელ­მაც 2020 წლის 9 ივ­ნისს, გორ­ში, რეს­ტორ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ხე­ლის დარ­ტყმით და­ზა­რა­ლე­ბულს თა­ვის არე­ში სხე­უ­ლის მძი­მე, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, დამ­ნა­შა­ვედ ცნო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე და გა­ა­მარ­თლა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ნა­წილ­ში.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ეთან­ხმე­ბა და გა­ნა­ჩენს სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 9 ივ­ნისს, გორ­ში, რეს­ტორ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ხე­ლის დარ­ტყმით და­ზა­რა­ლე­ბულს თა­ვის არე­ში სხე­უ­ლის მძი­მე, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხი­ფა­თოა სი­ცო­ცხლის­თვის) წა­რუდ­გი­ნა. გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ველ ნა­წილ­ზე (ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია) გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და მას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8 თვით და 25 დღით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­ნა­ჩენს თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სნებთ, თა­რაშ კან­დე­ლა­კი ცნო­ბი­ლი მოკ­რი­ვის, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის შვი­ლია.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მოხ­მა­ურ­ნენ მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის მშობ­ლე­ბი. მათ კო­მენ­ტარს "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის მამა:

"ვე­რა­ფე­რი ვთქვი სა­სა­მარ­თლო­ზე, ისე წარ­მო­ად­გი­ნეს ად­ვო­კა­ტებ­მა ყვე­ლა­ფე­რი, ვი­ფიქ­რე, ჩემი შვი­ლი არ და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ-მეთ­ქი. ვერ გა­ვი­გე, მაშ, ვინ მოკ­ლა ჩემი შვი­ლი, ვინ და­არ­ტყა, ვინ სცე­მა? დამ­ნა­შა­ვე არა­ვინ ყო­ფი­ლა? - ვერ გა­ვი­გე სა­სა­მარ­თლოს­გან... მა­შინ, რამ გა­მო­იწ­ვია ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის ასე­თი ტრავ­მა. ვინ და­არ­ტყა, რა და­არ­ტყა, თუ იმან არ და­არ­ტყა, მა­შინ ვინ და­არ­ტყა, ვერ გას­ცა ამ კი­თხვებს სა­სა­მარ­თლომ პა­სუ­ხი".

ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის დედა:

"აქამ­დე კი­დევ რა­ღა­ცას ვე­ბღა­უ­ჭე­ბო­დით, იქ­ნებ, სა­მარ­თალს კი­დევ ეზე­ი­მა, რათა ამ ბავ­შვის მსგავ­სად კი­დევ სხვე­ბი არ და­ი­ღუპ­ნენ. რო­გორც უნ­დო­დათ, ისე წა­იყ­ვა­ნეს საქ­მე, სად წა­ვი­და ის სის­ხლი­ა­ნი პე­რან­გე­ბი, რო­მე­ლიც მა­გათ ეც­ვათ და გა­აქ­რეს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­აქ­რეს, კა­მე­რე­ბი გა­აქ­რეს, ექ­სპერ­ტი­ზა არ გვაქვს..."

18 წლის ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლი სამ თვეს ებ­რძო­და სიკ­ვდილს. ის 2021 წლის 12 სექ­ტემ­ბერს "ჯერ­არ­სის" კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა 9 ივ­ნისს გორ­ში, სტა­ლი­ნის ქუ­ჩა­ზე, რეს­ტო­რან "ჯო­სე­ფის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მძი­მედ და­ა­შა­ვეს. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე იყო, გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ამ საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის ვაჟი, მოკ­რი­ვე თა­რაშ კან­დე­ლა­კი და­ა­კა­ვეს. სწო­რედ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი იყო რეს­ტო­რან "ჯო­სე­ფის" მფლო­ბე­ლი. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი იმ­ჟა­მად ამ­ბობ­დნენ, ჩხუბ­ში 20-მდე კაცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რაც შემ­დგომ ახ­ლომ­დე­ბა­რე კორ­პუს­თან გაგ­რძელ­და.