"ცეკვა ერთადერთ და განუმეორებელ ილიკოსთან" - ცნობილი საოპერო მომღერლის, ნინო მაჩაიძისა და ილიკო სუხიშვილის ცეკვა (ვიდეო)
ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელ ილიკო სუხიშვილთან ერთად ცეკვის დროს გადაღებული ვიდეო გაასაჯაროვა. მომღერლის "ფეისბუქზე" განთავსებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ცეკვავს ბელგიაში გამართული კონცერტის შემდეგ ორი ცნობილი ქართველი მომღერალი გია ყანჩელის უკვდავ მუსიკაზე.
"შესანიშავი კონცერტის შემდეგ ცეკვა ერთადერთ და განუმეორებელ ილიკოსთან", - წერს ნინო მაჩაიძე სოციალურ ქსელში.