"მე გიორგი ვარ გახარია, ეს ლოლაა" - რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი გახარია?
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ცხოველების მიმართ ადამიანთა სასტიკ მოპყრობას ეხმიანება და ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს:
"გამარჯობა, მეგობრებო, მე გიორგი ვარ გახარია, ეს ლოლაა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი. ნებისმიერ საზოგადოებაში როგორ ეპყრობიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, ბევრ რამეზე მეტყველებს, ამიტომ იმისთვის რომ ვაჩვენოთ, როგორ გვიყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, მოდით, შევიკრიბოთ კვირას, შვიდ საათზე, პარლამენტის წინ", - წერს ექსპრემიერი.