"დღის გმირები, ამ სუპერ ბიჭებმა იპოვეს მძინარე მარიამი... ძაღლის სახლიდან ფეხები გარეთ უჩანდაო" - ახალი დეტალები 11 წლის გოგონას ამბავზე
დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამის ამბავს საბედნიეროდ, ბედნიერი დასასრული ჰქონდა. გოგონა იპოვეს, ის ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს.
როგორც Ambebi.ge-ს ძებნის სამუშაოებში ჩართული მოქალაქე, რატი გაგნიძე უყვება, გოგონა ძაღლის სახლში იპოვეს, მას ეძინა.
დღის გმირები კი დიდი დიღმის მაცხოვრებელი ბიჭები არიან. სწორედ ფოტოზე აღბეჭდილმა მოქალაქეებმა იპოვეს გოგონა.
ერთ-ერთი მათგანი ჰყვება, რომ გოგონას ძაღლის სახლიდან ფეხები უჩანდა.
"ვინც იპოვა, ის ბიჭი ყვებოდა, ფეხები გარეთ უჩანდაო, ამ ამბების გადამკიდე, ძალიან შემეშინდაო, მერე ხელით რომ შევეხე, შეირხა და გამომხედაო, ვუთხარი მამაშენის მეგობარი ვარო... შემდეგ უკვე პოლიციას შეატყობინეს და გოგონა წაიყვანეს", - გვიყვება თვითმხილველი. (გააგრძელეთ კითხვა)