"წარმოუდგენელი ამბავი ხდება ჩვენს თავს... სასტუმროში, სადაც ჩვენი ბანაკი მიმდინარეობს, 60-მდე ადამიანი მივარდა" - კვირის პალიტრა

"წარმოუდგენელი ამბავი ხდება ჩვენს თავს... სასტუმროში, სადაც ჩვენი ბანაკი მიმდინარეობს, 60-მდე ადამიანი მივარდა"

"გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორ­ჯო­მის სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც პარ­ტი­ის ტრე­ნინ­გი უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, უც­ნო­ბი პი­რე­ბი მი­ვიდ­ნენ. რო­გორც პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი ანა ყრუ­აშ­ვი­ლი წერს, ისი­ნი "გა­ურ­კვე­ველ რა­ღა­ცებს ჰყვი­როდ­ნენ".

"ხალ­ხო, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი ხდე­ბა ჩვენს თავს. დი­ლი­დან ბორ­ჯო­მის სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ჩვე­ნი ბა­ნა­კი მიმ­დი­ნა­რე­ობს, 60-მდე ადა­მი­ა­ნი მი­ვარ­და და გა­ურ­კვე­ველ რა­ღა­ცებს ჰყვი­რი­ან" - წერს ყრუ­აშ­ვი­ლი. ხოლო პარ­ტი­ის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბიც ვრცელ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ენბთ, დღეს დი­ლით "გირ­ჩი მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ლი­დერს, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს გორ­ში თავს და­ესხნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყოფ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს ერთი პირი თავს და­ეს­ხა და თვა­ლის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა.

ჯა­ფა­რი­ძე პო­ლი­ცი­ამ უკვე გა­მო­კი­თხა.