"დალეწა ყველაფერი, მეც მომდევდა... გაგვაუბედურა და ჩემი შვილი მკვლელი გახადა" - რას ჰყვება ქალი, რომლის შვილიც მამის მკვლელობის ბრალდების დააკავეს - კვირის პალიტრა

"დალეწა ყველაფერი, მეც მომდევდა... გაგვაუბედურა და ჩემი შვილი მკვლელი გახადა" - რას ჰყვება ქალი, რომლის შვილიც მამის მკვლელობის ბრალდების დააკავეს

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია. უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი 11 მა­ისს მოხ­და, კონ­ფლიქ­ტის დროს 21 წლის ბიჭ­მა და­ნით 50 წლის მამა მოკ­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი კახა კო­ბა­ხი­ძე ძა­ლოვ­ნებ­მა იგი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს და მას მა­მის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მკვლე­ლო­ბას წინ უს­წრებ­და კონ­ფლიქ­ტი. მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი საკ­მა­ოდ მძი­მეა და ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის დედა ამ­ბობს, მისი მე­უღ­ლე ოჯახ­ზე მუდ­მი­ვად ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და. ნა­თია ჩაბ­რუ­დაშ­ვი­ლის თქმით, ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვის დროს მოხ­და და­ნა­შა­უ­ლიც, როცა მის გა­და­სარ­ჩე­ნად შვილ­მა მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა.

"იმ უბე­დურ დღეს დავ­კარ­გე ქმა­რი და შვი­ლი. გავ­ხდი უბე­დუ­რი იმ დღის შემ­დეგ, ჩემი შვი­ლი გახ­და მკვლე­ლი. გა­ა­უ­ბე­დუ­რა (მე­უღ­ლემ) ჩემი შვი­ლიც და ჩემი ოჯა­ხიც. ვი­ყა­ვით ამ კა­ცის მსხვერ­პლი, ჩემი ორი­ვე შვი­ლიც და მეც. სის­ტე­მა­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბის ქვეშ ვი­ყა­ვით. ჩემი შვი­ლი იყო უდა­ნა­შა­უ­ლო. ეს იყო თავ­დაც­ვის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ასე რომ არ მომ­ხდა­რი­ყო იქ­ნე­ბო­და არა ერთი გვა­მი, არა­მედ - სამი.

და­ნით დამ­დევ­და, ამ დროს ჩემი შვი­ლი შე­მო­ვარ­და, ცდი­ლობ­და ამ უბე­დუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას, მაგ­რამ ვერ შე­ა­კა­ვა. დანა წა­არ­თვა და ეს უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და ჩემი და ჩემი შვი­ლის თავს, რო­მელ­საც უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა". (გააგრძელეთ კითხვა)