"პასპორტიც კი არ მქონდა... არასოდეს მქონია ე.წ. ლაქშერული ცხოვრება" - რას უყვება სოფი ლორენის ქართველი სარძლო საზოგადოებას თავის ცხოვრებაზე იტალიიდან
მარიამ შარმანაშვილს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორი სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტის საცოლეა.
ცნობილი დირიჟორი ქართველი შეყვარებულის სამშობლოს ხშირად სტუმრობს. ახალი წელი საქართველოში აღნიშნა, ასევე საყვარელ ქალთან და მის შვილთან ერთად ბათუმში გაატარა შვებულება.
ამჟამად მარიამი შვილთან ერთად იტალიას სტუმრობს და საყვარელ მამაკაცთან ერთად ცნობილ კურორტებს სტუმრობს. სოციალურ ქსელში ქალმა გამომწერებს ბედნიერების საიდუმლო გაუმხილა
მარიამ შარმანაშვილი:
- ვინც ამ სთორის ნახულობთ და ჯერ არასოდეს გიმოგზაურიათ, გული არ გაიტეხოთ, ყველაფერი წინ გაქვთ ჩემო მეგობრებო. ორი წლის წინ, პირადად მე რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პასპორტიც კი არ მქონდა. არასოდეს მქონია ე.წ. ლაქშერული ცხოვრება.
პირიქით, ოცნება მოგზაურობაზე და კიდევ ბევრ რამეზე დიდი ხნის განმავლობაში აუხდენელ ოცნებებად მრჩებოდა. ოცნებებმა მანამ არ დაიწყო ახდენა, სანამ არ შევცვალე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ჩემს აზროვნებაში - ჩემი წარმოდგენა საკუთარ იღბალზე". (გააგრძელეთ კითხვა)