შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაში ბანაობა და არსებობს თუ არა საფრთხე - რას წერს ექიმი არჩილ მარშანია? - კვირის პალიტრა

შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაში ბანაობა და არსებობს თუ არა საფრთხე - რას წერს ექიმი არჩილ მარშანია?

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის შე­დე­გად შავი ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ მე­დია სულ უფრო ხში­რად წერს. ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის და­წყე­ბას­თან ერ­თად კი აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვა, იქ­ნე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, შავ ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა უსაფრ­თხო. ამ თე­მა­ზე ექი­მი არ­ჩილ მარ­შა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"შე­იძ­ლე­ბა თუ არა წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შავ ზღვა­ზე წას­ვლა და ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა?

ოჯა­ხით და­წყე­ბუ­ლი ფო­ლო­ვე­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ჩემ­თან ხში­რად დას­მულ შე­კი­თხვებ­ში ეს დგას პირ­ველ ად­გილ­ზე ბოლო ხა­ნებ­ში. ამ შე­კი­თხვის მი­ზე­ზი: სოცქსე­ლებ­ში იწე­რე­ბა, რომ ზღვა­ზე წას­ვლა და წყალ­ში ბა­ნა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, უკ­რა­ი­ნა­ში მომ­ხდა­რი ეკო­ცი­დის გამო-ო.

მე რაც მო­ვი­ძიე: ვე­რა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა/გაფრ­თხი­ლე­ბა ვერ ვნა­ხე, და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სი; ვე­რა­ნა­ი­რი სან­დო წყა­რო, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს საფრ­თხეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა ზღვა­ზე არ­წას­ვლა­ზე, ვერ ვნა­ხე; შავი ზღვის დი­ნე­ბე­ბი რაც ვნა­ხე, ჩვე­ნამ­დე ჩემი გა­გე­ბით რთუ­ლად უნდა მო­აღ­წი­ოს, თუ მო­აღ­წია სა­ერ­თოდ.

მა­ნამ­დე რუ­მი­ნეთ­მა და ბულ­გა­რეთ­მა და შე­იძ­ლე­ბა, თურ­ქეთ­მაც უნდა გა­ა­უქ­მოს სე­ზო­ნი ეგრე გა­მო­დის; უკ­რა­ი­ნა კი არა, 2021 წელს ნო­ვო­რო­სი­ის­კში ასო­ბით ტონა ნავ­თო­ბი ჩა­იღ­ვა­რა და არც გაგ­ვი­გია ისე ჩა­ი­ა­რა მაგ ამ­ბავ­მა.

აქე­დან დას­კვნა:იმის თქმა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წელს ზღვა­ზე წას­ვლა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია და არ შე­იძ­ლე­ბა ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა, უბ­რა­ლოდ პა­ნი­კაა და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს". (გააგრძელეთ კითხვა)