"ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დააჩქარებს" - ევროკომისარი - კვირის პალიტრა

"ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დააჩქარებს" - ევროკომისარი

ევროკავშირი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დააჩქარებს, რათა ქვეყანას რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევაში მხარი დაუჭიროს, -ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, ტიერი ბრეტონმა ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვაპირებთ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით - ეს არის მაღალი ინტენსივობის ომი, რომელშიც ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ“, - აღნიშნა ბრეტონმა.

მისი თქმით, ევროკავშირი, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, უკრაინას მილიონ ერთეულ მსხვილკალიბრიან იარაღს მიაწვდის.

„ვემზადებით იმისთვის, რომ ომი კიდევ რამდენიმე თვეს, ან კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება“, - დასძინა ევროკომისარმა.

შეგახსენებთ, უკრაინა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით, კონტრშეტევას აწარმოებს

IPN