"უკრაინელებმა ოლქის ტერიტორია დაბომბეს, დაშავდა 7 ადამიანი" - ბელგოროდის გუბერნატორი - კვირის პალიტრა

"უკრაინელებმა ოლქის ტერიტორია დაბომბეს, დაშავდა 7 ადამიანი" - ბელგოროდის გუბერნატორი

რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვალუისკის ურბანული რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვალუისკის ურბანული ოლქი დაბომბეს. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი“, - აცხადებს გლადკოვი.

მისი თქმით, დაზიანებულია ხუთი კორპუსი და ოთხი კერძო სახლი. ერთ-ერთ ოჯახში დამხმარე შენობა იწვის. ადგილზე ოპერატიული სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან და მიმდინარეობს დაზიანების მონაცემების დაზუსტება.

IPN