როგორია ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

როგორია ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გოდერძი აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, სასუნთქ აპარატზეა, მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე. მოლოდინებზე თქმა ძალიან მიჭირს, დადებითი დინამიკა არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

IPN