გეგუთში ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდის მამა, რომელიც კლინიკაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა
გეგუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდის მამაც გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება. გია ბაბუნაშვილი კლინიკაში რვა დღე იმყოფებოდა, მდგომარეობა მძიმე იყო და დღეს გარდაიცვალა.
გეგუთში ავტოსაგზაო შემთხვევა 11 ივნისს მოხდა. ქუთაისისკენ მიმავალ შინდისფერ "ნივას" მოულოდნელად უკნიდან თეთრი ფერის "მერსედესის" მარკის ავტომობილი იმდენად ძლიერად შეეჯახა, რომ მანქანა გზიდან გადააგდო და ძალიან დააზიანა. შემთხვევის შედეგად მოზარდი, ანამარია ბაბუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვის მამა, ბებია და და კი მძიმედ დაშავდნენ. მცირეწლოვანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.