"თავს ესხმიან ზურა ჯაფარიძეს? - ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში... სცემენ ჩვენს შვილებს? - მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"თავს ესხმიან ზურა ჯაფარიძეს? - ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში... სცემენ ჩვენს შვილებს? - მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ ლი­დერ­ზე, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას გმობს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე“ გავ­რცე­ლე­ბულ "პოს­ტში“ წერს, ჯა­ფა­რი­ძე "ყელ­ში ეჩხი­რე­ბა რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“.

"კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვგმობ ზურა ჯა­ფა­რი­ძე­ზე გახ­ში­რე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ თავ­დას­ხმებს.

ზურა ყელ­ში ეჩხი­რე­ბა რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ვი­ნა­ი­დან, მას აღ­მო­აჩ­ნდა ახალ­გაზ­რდო­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი.

ზუ­რა­ზე შე­ტე­ვა არის სტუ­დენ­ტო­ბა­ზე სა­ერ­თო შე­ტე­ვის ნა­წი­ლი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა ის­წავ­ლოს არა მხო­ლოდ პრო­ტეს­ტის გა­მოთ­ქმა, არა­მედ სწრა­ფი მო­ბი­ლი­ზა­ცია და თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.

თავს ეს­ხმი­ან ზუ­რას? - ყვე­ლა უნდა და­ვუდ­გეთ გვერ­დში.

სცე­მენ ჩვენს შვი­ლებს? - მა­მებ­მა უნდა შე­ვუბ­რუ­ნოთ ხელი.

ჩვენ ბევ­რად მეტი და ბევ­რად უფრო ძლი­ე­რე­ბი ვართ!“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას" ლი­დერს, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 17 ივ­ნისს თავს და­ესხნენ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მდე­ბა­რე სუ­პერ­მარ­კე­ტის ავ­ტო­სად­გომ­ზე მო­ქა­ლა­ქემ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­მოთ­ქმუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო, პარ­ტია "გირ­ჩი მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“-ს დამ­ფუძ­ნებ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თავ­დამ­სხმე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა (ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ერთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.