პარლამენტთან მაღაროელებმა კარვები გაშალეს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან მაღაროელებმა კარვები გაშალეს

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს, სადაც ღამის გათენებას აპირებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნაა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე, განახლდება.

ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, 20 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამართავენ.

"ინტერპრესნიუსი"