"5 წუთის წინ, ჭავჭავაძეზე დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს - ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა" - რას წერს "ტაბულას" ჟურნალისტი
"ტაბულას" ჟურნალისტი, ცისია კირვალიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მის თვალწინ, ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ.
"5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს - ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა. ამას ახალისებს "ქართული ოცნება" თავისი მართული ბნელებით და ყველა იმ ადამიანით, ვისაც ჰგონია, რომ ერეკლე მეფე უნდა დაიცვას ბერძენიშვილისგან. ძალიან შემრცხვა" - წერს ჟურნალისტი.