"ჩემი ყველაფერი ხარ, პატარა მამა" - ნანუკა გოგიჩაიშვილი მამის ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს
ნანუკა გოგიჩაიშვილს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ყველასთვის, განსაკუთრებით, პატარებისთვის საყვარელი "გოგიჩასა" და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის შვილია. ნანუკამ სამოდელო კარიერა აირჩია და ამ სფეროში თავადაც წარმატებულია. რამდენიმე წლის წინ კი მან ცხოვრება ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიას დაუკავშირა. წყვილი შვილთან, აივი-ნიკოლთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოსაც ხშირად სტუმრობს.
„ჩემი ყველაფერი ხარ, პატარა მამა”, – წერს ნანუკა და მამის ახალგაზრდობის ფოტოს აზიარებს.