"ის შესანიშნავი მსახიობია, მაგრამ მე მამა მჭირდებოდა..." - კვირის პალიტრა

"ის შესანიშნავი მსახიობია, მაგრამ მე მამა მჭირდებოდა..."

მსახიობი ჟერარ დეპარდიე ცნობილია თავისი როლებით, მრავალრიცხოვანი რომანებით და ბოლო წლებში, სამწუხაროდ, პუტინთან მეგობრობითაც. ერთადერთი, რაშიც თავი ვერ გამოიჩინა, როგორც ჩანს, მამობაა. იმდენად ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა შვილებთან, მისმა ქალიშვილმა თავი დაიტანჯა პლასტიკური ოპერაციებით, ოღონდაც მამასთან მსგავსება სრულიად წაეშალა გარეგნობიდან.

დღეს ჟული დეპარდიე საფრანგეთში ცნობილი მსახიობია. 50 წლისაა და საკმაო როლებიც დაუგროვდა. თუმცა მაინც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "ნიჭიერი მამის ქალიშვილს" და ამბობენ, რომ მას უნდა უმდლოდეს წარმატებასაც. ალბათ ამაში არის სიმართლის მარცვალი - ჟერარი თავად იყო ჩართული ქალიშვილის პირველ გადაღებებში. ჟული ამტკიცებს, რომ მამა პირდაპირ აძალებდა, კინოში ეთამაშა, რათა თავისი ძალაუფლება გამოეჩინა, არადა, გოგონას სწავლა უნდოდა.

მოგვიანებით უკვე აღარ მონაწილეობდა ქალიშვილის კინოკარიერაში და მან დამოუკიდებლად მიაღწია წარმატებას. ხანდახან არც კი ამბობდა, რომ ჟერარის ქალიშვილი იყო და პროდიუსერებს უმტკიცებდა, მოგვარე ვარო, რომ მისი გავლენის გარეშე გაეკვალა გზა.

მამაზე წყენა ბავშვობიდან დაუგროვდა და წლებთან ერთად გაძლიერდა. ჟულის თქმით, მას და მის ძმა გიიომს მამა სულ ენატრებოდათ. ის სულ გადაღებებზე იყო ან ქალებთან (ერთადერთი ქორწინებიდან მას ეს ორი შვილი ჰყავდა, თუმცა ორი უკანონო შვილიც ჰყავს, რომლებიც ოფიციალურად აღიარა). გააგრძელეთ კითხვა