"კალაძის ცოლზე მუქარა, ქმრის ნათქვამისთვის, ისეთივე დასაგმობია, როგორც ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფა" - ფადი ასლი ჩერგოლეიშვილის პოსტების შემდეგ, ანუკი არეშიძეს ესარჩლება - კვირის პალიტრა

"კალაძის ცოლზე მუქარა, ქმრის ნათქვამისთვის, ისეთივე დასაგმობია, როგორც ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფა" - ფადი ასლი ჩერგოლეიშვილის პოსტების შემდეგ, ანუკი არეშიძეს ესარჩლება

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ბიზ­ნეს­მე­ნი ფადი ასლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ფი­ლო­ლოგ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმას და წერს:

"კა­ლა­ძის ცოლ­ზე მუ­ქა­რა ქმრის ნათ­ქვა­მის­თვის ისე­თი­ვე და­საგ­მო­ბია, რო­გორც კვერ­ცხე­ბის სრო­ლა და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა" .

ცნო­ბის­თვის, "ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილმა გუ­შინ მკაც­რად დაგ­მო კახი კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა "მაკ­დო­ნალდსის" სკან­დალ­თან და­კავ­ში­რე­ბით და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"ანუ­კი არე­ში­ძემ უპა­სუ­ხოს კი­თხვას, ეთან­ხმე­ბა თუ არა თა­ვის ჯაგა ქმარს, რომ ელ­ტონ ჯო­ნის ცხოვ­რე­ბის ამ­ბა­ვი სი­ბინ­ძუ­რეა. და­უ­რე­კა­ვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას უნდა ავაკ­რა, და ყვე­ლა გეი (ანუ ყვე­ლა) დი­ზა­ი­ნერ­თან გა­ვაგ­ზავ­ნო, ვი­საც ეტე­ნე­ბი­ან უსაპ­ნოდ. იცოდ­ნენ, რომ ამ ვი­ღაც გორ­სა­ლა ნუვო რი­შებს ბინ­ძუ­რე­ბად მი­აჩ­ნი­ათ, სა­ნამ შე­ი­ტე­ნი­ან.

პ.ს. სამ­წუ­ხა­როდ, თა­მარ ივე­რი უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლია თა­ვის საქ­მე­ში, ვიდ­რე ეს ქალი - ამი­ტომ ისეთ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ მი­ვი­ღებ, რო­გო­რიც თა­მა­რის დიდი სცე­ნე­ბი­დან ჩახ­სნით მი­ვი­ღე", - და­წე­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქ­ში".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ანუ­კი არე­ში­ძე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ პა­სუ­ხობ­და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს და აღ­ნიშ­ნა, რომ მზად არის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­დის სახ­ლებს შე­ა­ტყო­ბი­ნოს, რომ კახა კა­ლა­ძე ჰო­მო­ფო­ბი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

"ანუ­კი არე­ში­ძეს­თან რეკ­ვას დღე­საც გა­ვაგ­რძე­ლებთ და მერე უბ­რა­ლოდ ქმრის თან­ხმო­ბის ნიშ­ნად მი­ვი­ღებთ მის დუ­მილს და ხვალ უკვე წე­რი­ლებს გა­ვუშ­ვებთ მო­დის სახ­ლებ­თან, რომ მისი ოჯა­ხი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვილს და ზი­ზღს აღ­ვი­ვებს და ძა­ლა­დო­ბის საფრ­თხეს უზ­რდის უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს, ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ცხა­დია და­ვურ­თავთ 17 მა­ი­სის და 5 ივ­ლი­სის კად­რებს და ავუხ­სნით, რომ მათი დაშ­ვე­ბით ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, მო­დის სახ­ლე­ბი მწვა­ნე შუქს უნ­თე­ბენ ჰო­მო­ფო­ბი­ას და ძა­ლა­დო­ბას. და შევ­ხე­დოთ მერე …" - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე. (გააგრძელეთ კითხვა)