"მე რომ და­მაგ­დებ­და, მა­მა­ჩემ­თან გარ­ბო­და და თავ­ში უმო­წყა­ლოდ ურტყამ­და" - ვარ­კე­თილ­ში მომ­ხდარ­მა ამ­ბის შემზარავი დეტალები - კვირის პალიტრა

"მე რომ და­მაგ­დებ­და, მა­მა­ჩემ­თან გარ­ბო­და და თავ­ში უმო­წყა­ლოდ ურტყამ­და" - ვარ­კე­თილ­ში მომ­ხდარ­მა ამ­ბის შემზარავი დეტალები

ვარ­კე­თილ­ში მომ­ხდარ­მა ამ­ბავ­მა, რო­მე­ლიც 18 ივ­ნისს მოხ­და და დღეს გახ­მა­ურ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. მა­მა­კაც­მა მე­ზობ­ლე­ბის, მამა-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით სცა­და.

რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქრის­ტი მი­ქე­ლა­ძე ამ­ბობს, მე­ზო­ბე­ლი მათ სახ­ლში გვი­ან ღა­მით შე­იჭ­რა და მას და სახ­ლში მყოფ მა­მა­მისს მძი­მე ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, ასე­ვე სცა­და სახ­ლის დაწ­ვა.

"გა­ვი­გე კა­რე­ბის ხმა და მამა მე­გო­ნა, მაგ­რამ მამა რომ შე­მო­დის, ყო­ველ­თვის ამ­ბობს, მო­ვე­დიო და და ხმა არ ამო­უ­ღია, კი გამ­კრა გულ­ში... ერთი ორი წუ­თის შემ­დეგ ალ­ბათ ისევ კა­რე­ბის ხმა გა­ვი­გე და უკვე მა­მა­ჩე­მის ხმა, ამ­ბობ­და, რა გინ­და, გიჟი ხომ არ ხარ. თავი და­მა­ნე­ბე, გადი აქე­და­ნო.

ჩოჩ­ქო­ლის ხმა გა­ვი­გე და შიშ­ვე­ლი გა­მოვ­ვარ­დი აბა­ნო­დან. იქით იდგა ის ბიჭი და აქეთ მა­მა­ჩე­მი. უკვე დანა ეჭი­რა ხელ­ში და უკვე ურტყამ­და მა­მას. მივ­ვარ­დი, მა­მა­ჩემს თავი და­ა­ნე­ბე-მეთ­ქი. ია­ტა­კის ჯოხი გა­მო­ვი­ტა­ნე, რომ ჩა­ვარ­ტყამ-მეთ­ქი და ეგეც წა­მარ­თვა... ამის მერე შე­მათ­რია აბა­ნო­ში, მა­მა­ჩე­მი ძირს და­აგ­დო, მეც და­მაგ­დო და წა­მოვ­დე­ქი. ამ მო­მენ­ტში მე მუშ­ტი ჩა­მარ­ტყა თუ წიხ­ლი.... აბა­ნო­ში შემ­თა­რია თმე­ბით. ხმას თან სა­ერ­თოდ არ იღებ­და, ხმა არ ამო­ი­ღო და არ მოგ­კლა­ვო, ეს მი­თხრა მარ­ტო. თავს მარ­ტყმე­ვი­ნებ­და, ყელ­ში მი­ჭერ­და და შხა­პი მო­მიშ­ვი­რა სა­ხე­ზე, რომ გავ­გუ­დუ­ლი­ყა­ვი.

მე რომ და­მაგ­დებ­და, მა­მა­ჩემ­თან გარ­ბო­და და თავ­ში და­ნას უმო­წყა­ლოდ ურტყამ­და. ბო­ლოს და­უ­ვარ­და ეს დანა და ლო­გი­ნის ქვეშ შე­ვა­გე. და­ვი­ნა­ხე ჩემს ზე­წარს ცე­ცხლი მო­უ­კი­და და ასე­ვე მე­ო­რე დღეს გა­ზის კან­ფო­რე­ბიც ღია იყო. ცე­ცხლი რომ გა­ა­ჩი­ნა და გაზი გა­უშ­ვა, გა­იქ­ცა და დაბ­ლა და­ი­ჭი­რეს" - ამ­ბობს "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას ქრის­ტი მი­ქე­ლა­ძე.

ბრალ­დე­ბუ­ლი რომა გი­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ამ ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მომ­ხდა­რი ორი პი­რის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა უკვე წა­რუდ­გი­ნა.

"მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლის „ლ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ორი პი­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 - დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.