სინდის კაია მართლაც კაია - კვირის პალიტრა

სინდის კაია მართლაც კაია

ჩანს, პაპარაცები მალე "გადაერთვებიან" სინდი კროუფორდიდან მის ქალიშვილზე - ყოველ შემთხვევაში, ასე იყო მალიბუში, სადაც ამჟამად სინდი ოჯახთან ერთად ისვენებს... საერთო აზრით, 10 წლის კაია სახითაც და აგებულებითაც უკვე ძალიან ჰგავს სახელოვან დედას. ხოლო თავად სუპერვარსკვლავი, როგორც ამბობენ, თანახმაა, პოდიუმზე თავისი ასულიც წარმატებულ მოდელად იხილოს. ამიტომ გოგონას "პატარ-პატარა საიდუმლოებებს" თავადვე ასწავლის.