უამინდობის გამო შეწყვეტილი შოტლანდია-საქართველოს მატჩი განახლდა - კვირის პალიტრა

უამინდობის გამო შეწყვეტილი შოტლანდია-საქართველოს მატჩი განახლდა

შოტ­ლან­დია-სა­ქარ­თვე­ლოს მატ­ჩი გა­ნახ­ლდა. ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რის მე­ო­თხე ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გლაზ­გო­ში შოტ­ლან­დი­ას უპი­რის­პირ­დე­ბა, მატ­ჩი მე-7 წუთ­ზე უა­მინ­დო­ბის გამო შე­წყდა.

"ჯვა­როს­ნე­ბის“ მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა გუნ­დი ასე­თი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნა მო­ე­დან­ზე:

მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, კა­შია, კვირ­კვე­ლია, დვა­ლი, კვეკ­ვეს­კი­რი, გაგ­ნი­ძე, კი­ტე­იშ­ვი­ლი, ლობ­ჟა­ნი­ძე, კვა­რა­ცხე­ლია, მი­ქა­უ­ტა­ძე.

უა­მინ­დო­ბის და წვი­მის გამო მო­ე­და­ნი პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ორი­ვე გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლებს ძა­ლი­ან უჭირ­დათ თა­მა­ში.

ან­გა­რი­ში მე-6 წუთ­ზე მას­პინ­ძლებ­მა გახ­სნეს. გოლი მა­კგ­რე­გორ­მა გა­ი­ტა­ნა.

იძუ­ლე­ბი­თი შეს­ვე­ნე­ბი­სას, რო­მე­ლიც სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­და, სტა­დი­ო­ნის წყლის­გან გაწ­მენ­დას შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბი ასე ცდი­ლობ­დნენ: