მოსკოვის ოლქში რამდენიმე დრონი ჩამოვარდა - მედია - კვირის პალიტრა

მოსკოვის ოლქში რამდენიმე დრონი ჩამოვარდა - მედია

მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, - ამის შესახებ გამოცემა Baza იუწყება.

გამოცემის ცნობით, ერთი დრინი დილით სოფელ ლუკინოსთან ცაში აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

გარდა ამისა, კიდევ ორი ​​უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა მოსკოვის ოლქის ნარო-ფომინსკის რაიონში, სამხედრო ნაწილის მახლობლად.

„წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, - წერს Baza.

IPN