"ეს 2008 წლის ახალი წელია - თქვენ წვეულება გამართეთ და დაგვპატიჟეთ... ანუ ჩვენ თუ ოჯახებს ვაწიოკებდით, თქვენ ამწიოკებლებს სუფრებს უშლიდით" - კვირის პალიტრა

"ეს 2008 წლის ახალი წელია - თქვენ წვეულება გამართეთ და დაგვპატიჟეთ... ანუ ჩვენ თუ ოჯახებს ვაწიოკებდით, თქვენ ამწიოკებლებს სუფრებს უშლიდით"

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე "ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნებ­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა თქვა, რომ "ანუ­კი არე­ში­ძემ უნდა უპა­სუ­ხოს კი­თხვას, ეთან­ხმე­ბა თუ არა ქმარს, რომ ელ­ტონ ჯო­ნის ცხოვ­რე­ბის ამ­ბა­ვი სი­ბინ­ძუ­რეა".

კახა კა­ლა­ძის თქმით, LGBT თემს მის­გან და მისი მე­უღ­ლის­გან ის ადა­მი­ა­ნი "იცავს", რომ­ლის მე­უღ­ლე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი იყო.

"რაც შე­ე­ხე­ბა კამ­პა­ნი­ას, ის ჩემი მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­ი­წყო ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მე­ლიც ვი­თომ „იცავს“ ამ ხალ­ხის უფ­ლე­ბას და იცავს ვის­გან? - ჩემ­გან და ჩემი მე­უღ­ლის­გან. ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა. ყვე­ლა ხე­დავს, ვინ არის ეს ადა­მი­ა­ნი. მისი მე­უღ­ლე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი. ის სი­ბინ­ძუ­რე, ბო­რო­ტე­ბა, რაც ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 2012 წლამ­დე, ამ ყვე­ლაფ­რის მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი იყო მისი მე­უღ­ლე. არ ვიცი, რამ­დე­ნი ფაქ­ტი ჩა­მოვ­თვა­ლო: ოჯა­ხე­ბის გა­უ­ბე­დუ­რე­ბა, მკვლე­ლო­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, შე­უ­რა­ცხყო­ფა. გახ­სოვთ, ოდეს­მე გა­მო­სუ­ლი­ყო და და­ეგ­მო ეს ყვე­ლა­ფე­რი? დღეს ეს ადა­მი­ა­ნი გა­მო­დის და ვი­თომ იცავს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს და იცავს ჩემ­გან და ჩემი მე­უღ­ლის­გან. სა­მარ­ცხვი­ნოა ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა არ მიკ­ვირს, რად­გან ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერ იმას, რა­საც აკე­თებ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს. დღეს რა რე­სურ­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც აქვთ, იმას აკე­თე­ბენ - ცდი­ლო­ბენ, და­ა­ბუ­ლინ­გონ ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­უ­ვარ­დნენ ოჯა­ხებ­ში და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნონ და ა.შ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად ხე­დავს ყვე­ლა­ფერს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მის ამ კო­მენ­ტარს ჩერ­გო­ე­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ემ­ხა­უ­რა:

"კახი კა­ლა­ძე გა­მო­მეხ­მა­უ­რა: 1. მე თქვენს ცოლს სახ­ლში არ ვუ­ვარ­დე­ბი - უბ­რა­ლოდ, თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბოსტნე­უ­ლად არ მი­მაჩ­ნია და მისი აზრი მა­ინ­ტე­რე­სებს სი­ბინ­ძუ­რედ მი­იჩ­ნევს თუ არა, ელ­ტონ ჯო­ნის ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ას ისიც.

2. ამ ქალს, რო­მელ­საც მე აზრს ვე­კი­თხე­ბი და თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბოსტნე­უ­ლად არ მი­ვიჩ­ნევ, თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია არ და­გე­თან­ხმოთ - დე­დებს და მა­მებს ხომ მო­უ­წო­დებთ წინ აღუდ­გნენ სი­ბინ­ძუ­რეს?თქვე­ნი ცოლი დედა არ არის?მგო­ნი დე­დაა და მა­ინ­ტე­რე­სებს, აპი­რებს ქმრის მო­წო­დე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს?

3. თუ ის ადეკ­ვა­ტურ პა­სუხს გაგ­ვცემს, ცხა­დია თემა ამო­ი­წუ­რე­ბა და დავ­წერთ, რომ ანუ­კი არე­ში­ძე გმობს კახი კა­ლა­ძის ჰო­მო­ფო­ბი­ურ კამ­პა­ნი­ას ეს კარ­გი პრე­ცე­დენ­ტი იქ­ნე­ბა.

4. თუ არ გვი­პა­სუ­ხებს, ან გა­ი­ზი­ა­რებს თქვენს აზრს, უბ­რა­ლოდ თქვენსსი­ტყვებს ვთარ­გმნით და კონ­ტექ­სტის და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის საფრ­თხე­ე­ბის აღ­წე­რით - წე­რილს გა­ვაგ­ზავ­ნით მო­დის სახ­ლებ­ში, რომ თა­ვად გა­და­წყვი­ტონ რა ფორ­მით შე­აგ­ნე­ბი­ნონ თქვენს ოჯახს, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ბინ­ძუ­რე­ბად მო­ნათ­ვლა და ძა­ლა­დო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა - ტე­ხავს და ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში მი­უ­ღე­ბე­ლია

5. რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ლე­გი­ტი­მუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი - უფრო მე­ტიც, ეს ჩვე­ნი ვა­ლია და ეს ვალი უნდა შე­ვას­რუ­ლოთ, თუ გვსურს დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბად შევ­დგეთ.

6. რაც შე­ე­ხე­ბა პრი­მი­ტი­უ­ლი “სამ დუ­რა­კის” ნა­წილს.ჩემი ქმა­რი თუ რა­მე­ში დამ­ნა­შა­ვეა, პრო­კუ­რა­ტუ­რა თქვე­ნია, სა­სა­მარ­თლო თქვე­ნია, 10 წე­ლია და­თა­რე­შობთ - ბო­კე­რია არ­სად გაქ­ცე­უ­ლა, გვერ­დზე სა­დარ­ბა­ზო­ში ცხოვ­რობს.

მე თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ენა არ მაქვს გად­მოგ­დე­ბუ­ლი და არა­ფერს გაბ­რა­ლებთ.მე თქვენს სი­ტყვებ­ზე გა­კის­რებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და თქვე­ნი ცო­ლის აზრი მა­ინ­ტე­რე­სებს!

ხო, ეს 2008 წლის ახა­ლი წე­ლია - თქვენ წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თეთ და დაგვპა­ტი­ჟეთ სის­ხლის­მსმე­ლე­ბი ანუ ჩვენ თუ ოჯა­ხებს ვა­წი­ო­კებ­დით, თქვენ ოჯა­ხის ამ­წი­ო­კებ­ლებს სუფ­რებს უშ­ლი­დით. თქვენს სუფ­რა­ზე ვართ აქ".

ambebi.ge