პარლამენტთან მაღაროელების პროტესტი გრძელდება - კვირის პალიტრა

პარლამენტთან მაღაროელების პროტესტი გრძელდება

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების აქცია მიმდინარეობს.

დღეს, უკვე მესამე დღეა, რაც მაღაროელები პარლამენტის წინ აქციას მართავენ.

"თითოეულ თქვენგანს სულ მალე დაგინახავთ, თვალებაკერილ ადამიანს მებრძვიან, სულ მალე ავახელ თვალს და მაშინ დადექით ჩემ წინ. რამდენმა უნდა ავიკეროთ თვალები და გადავიჭრათ ვენები, რომ ჩვენი მთავრობიდან გამოვიდნენ და დაგვხედონ", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას.

4-მა მაღაროელმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დღეს უვადო შიმშილობა დაიწყო.

ერთ-ერთი მაღაროელის განცხადებით, შიმშილობა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე კომპანიის მხრიდან მათ მიერ დაყენებული მინიმალური მოთხოვნები არ შესრულდება.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ისინი ხელფასების 20%-ით ზრდას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"