პარიზში ძლიერი აფეთქება მოხდა - კვირის პალიტრა

პარიზში ძლიერი აფეთქება მოხდა

ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 17:00 საათზე პარიზის მეხუთე ოლქში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ გაზეთი Liberation-ი და პარიზის პოლიცია იუწყება.

სულ მცირე ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

სენტ-ჟაკზე აფეთქებულ შენობაში ამერიკული აკადემია, მოდის და არქიტექტურის სკოლაა განთავსებული.

"ინტერპრესნიუსი"