რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გონიოში, შავი ზღვის მიერ გამორიყულ მკვდარ ცხოველზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, გონიოში, შავი ზღვის მიერ გამორიყულ მკვდარ ცხოველზე?

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­ნი­ო­ში, შავი ზღვის მიერ გა­მო­რი­ყუ­ლი მკვდა­რი ცხო­ვე­ლი, დელ­ფი­ნია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს" სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მსგავ­სი ფაქ­ტი ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბა და ახა­ლი არ არის.

გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ველ წელს მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი სხვა და სხვაა, რის გა­მოც წე­ლი­წად­ში ათე­უ­ლო­ბით შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა, ძი­რი­თა­დად კი ზა­ფხულ­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც შავი ზღვის მიერ გა­მო­რი­ყუ­ლი 1 დელ­ფი­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამ დრო­ის­თვის, გა­მო­რი­ყუ­ლი დელ­ფი­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა.

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, სა­დაც მო­ქალ­ქის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, თუ რო­გორ გა­მო­რი­ყა შავ­მა ზღვამ მკვდა­რი ცხო­ვე­ლი.