ბიძინა ივანიშვილის ძმა, დუგლაძეები და სხვანი - ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წელს რუსეთში ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილის ძმა, დუგლაძეები და სხვანი - ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წელს რუსეთში ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს

იან­ვარ-მა­ი­სის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთ­ში ღვი­ნის მი­წო­დე­ბით იტა­ლი­ას გა­უს­წრო და პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და. ამის შე­სა­ხებ ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მებ­ში წე­რია. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში 24,15 მლნ ლიტ­რი, იტა­ლი­ი­დან კი 23,36 მლნ ლიტ­რი ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნო შე­ვი­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ სტა­ტის­ტი­კას, წელს იან­ვარ-მა­ის­ში ქვეყ­ნი­დან გა­ვი­და 103,252 მლნ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 35 568 ტონა ღვი­ნო, აქე­დან რუ­სეთ­ში 69,009 მლნ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 25 235 ტონა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­დის, რომ მო­ცუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით რუ­სეთ­ზე მო­დის ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ექ­სპორ­ტის 71%, ხოლო თან­ხობ­რი­ვად თით­ქმის 67%.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ გთა­ვა­ზობთ ტოპ-10 ექ­სპორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მელ­მაც რუ­სეთ­ში 2023 წლის იან­ვარ-მა­ის­ში ყუ­რძნის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნო­ე­ბი გა­ყი­და: (წყა­რო - საქსტა­ტი)

  • სს ბა­და­გო­ნი - reportal-ის 2021 წლის ან­გა­რიშ­გე­ბის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნი­ის ერ­თა­დერ­თი აქ­ცი­ო­ნე­რია გი­ორ­გი სა­ლა­ყა­ია. გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი კი, მა­რი­ნა გი­ორ­გა­ძეა.

  • სს კო­ტე­ხი-გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ქარ­ხა­ნა - 2021 წლის ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის მი­ხედ­ვით (წყა­რო - reportal.ge), კომ­პა­ნია 1996 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე არის და­ვით დუ­გ­ლა­ძე, წევ­რე­ბი ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი და ეკა­ტე­რი­ნე დუ­გ­ლა­ძე. "კო­ტე­ხი-გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ქარ­ხა­ნის“ მშო­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა შპს აისი ინკი. ამ უკა­ნას­კნე­ლის 34%-იან წილს ფლობს ზაალ დუ­გ­ლა­ძე, 33-33%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან და­ვით დუ­გ­ლა­ძე და ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი....

  • შპს ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი - რე­ესტრის ბოლო ამო­ნა­წე­რით, კომ­პა­ნი­ის 55%-ს ფლობს სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე გოჩა ჩხა­ი­ძე, 45%-ს კი "ას­კა­ნე­ლი ვა­ი­ნე­რი & დის­ტი­ლე­რი“. ამ უკა­ნას­კნე­ლის 100%-იანი წილს კი ისევ გოჩა ჩხა­ი­ძე ფლობს.შპს დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნია - წი­ლის 25.66%-ს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმა, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი ფლობს. 25.68% ეკუთ­ვნის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კვო­ტით პარ­ლა­მენ­ტის წევრ ზაალ დუ­გ­ლა­ძეს, რომ­ლის წი­ლის მმარ­თვე­ლი და­ვით დუ­გ­ლა­ძეა. და­მო­უ­კი­დებ­ლად 25.66%-ს ფლობს და­ვით დუ­გ­ლა­ძეც. 23% კი მალ­ხაზ ყან­ჩა­ველს ეკუთ­ვნის. (წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად)