დაკარგული "ტიტანის" კაპიტნის ცოლი "ტიტანიკის" ჩაძირვისას დაღუპული წყვილის შთამომავალია - შტრაუსების საუკუნის წინანდელი ტრაგედია და იდუმალი კავშირი დღევანდელობასთან - კვირის პალიტრა

დაკარგული "ტიტანის" კაპიტნის ცოლი "ტიტანიკის" ჩაძირვისას დაღუპული წყვილის შთამომავალია - შტრაუსების საუკუნის წინანდელი ტრაგედია და იდუმალი კავშირი დღევანდელობასთან

19 ივ­ნისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კა­ნა­და­ში, ნი­უ­ფა­უნდლენ­დის სა­ნა­პი­როს­თან, "ტი­ტა­ნი­კის" ნამ­სხვრე­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად ექ­სპე­დი­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი წყალ­ქვე­შა ნავი გა­უ­ჩი­ნარ­და.

ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა მოხ­და და რა­ტომ გა­წყდა კონ­ტაქ­ტი, ან რამ­დე­ნად ახ­ლოს იყო "ტი­ტა­ნიკ­თან". ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ ისაა, რომ ნავ­თან კონ­ტაქ­ტი ექ­სპე­დი­ცი­ის და­წყე­ბი­დან 1 სა­ა­თი­სა და 45 წუ­თის შემ­დეგ და­ი­კარ­გა.

"ტი­ტა­ნის" ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

ექ­სპე­დი­ცი­ას OceanGate-ი უწევ­და ოპე­რი­რე­ბას, რომ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რიც სტო­კტონ რა­შია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ტი­ტანს" სტო­კტო­ნი თვი­თონ­ვე კა­პიტ­ნობ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ის და­კარ­გუ­ლებს შო­რი­საა.

სა­ინ­ტე­რე­სო კავ­ში­რე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი სტო­კტო­ნის მე­უღ­ლეს, ვენ­დი რაშ­სა და 1912 წელს ჩა­ძი­რულ "ტი­ტა­ნიკ­ზე" და­ღუ­პულ­თა შო­რის.

ვენ­დი რაში "ტი­ტა­ნი­კის" ჩა­ძირ­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი მაგ­ნა­ტე­ბის, ცოლ-ქმრის, ისი­დორ და იდა შტრა­უ­სე­ბის შვილ­თაშ­ვი­ლის შვი­ლია.

ისი­ნი "ტი­ტა­ნი­კში" პირ­ვე­ლი კლა­სის მგზავ­რე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, გემ­ზე უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ თა­ვად ვენ­დი რაშს სამ­ჯერ აქვს "ტი­ტა­ნი­კის" შე­სას­წავ­ლად წყალ­ქვე­შა ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

ვენ­დი OceanGate-ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი და კომ­პა­ნი­ის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის საბ­ჭოს წევ­რია.

რა­შის წი­ნაპ­რე­ბი "ტი­ტა­ნი­კის" ჩა­ძირ­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან თა­ვი­ან­თი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რი­ი­თა და სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბით. (გააგრძელეთ კითხვა)