"ლიკვიდირებულია რუსული ჯარის ბაზები, ლოგისტიკური გზები და უკან დახევის შესაძლებლობები" - ოკუპირებულ მელიტოპოლში 8-ზე მეტი აფეთქება მოხდა
ოკუპირებულ მელიტოპოლში 8-ზე მეტი აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ქალაქის მერი ივან ფედოროვი აცხადებს.
„ჯერჯერობით ოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ლიკვიდირებულია რუსული ჯარის ბაზები, ლოგისტიკური გზები და უკან დახევის შესაძლებლობები“, - ნათქვამია განცხადებაში.
მისივე თქმით, აფეთქებები მელიტოპოლის ჩრდილოეთის ნაწილში მოხდა, სადაც რუსეთის ჯარის ტექნიკის კონცენტრირება აღენიშნებოდა.
ასევე ქალაქის ლეგიტიმური მერის განცხადებით, „რაღაც მოხდა“ დასახლებულ პუნქტ აკიმოვკაში, სადაც სამედიცინო საწყობები და ბუნებრივი აირის მეურნეობა არის განლაგებული, რომელიც რუსმა სამხედროებმა სამხედრო ბაზად აქციეს. ჩონგარში კი დაზიანებულია საავტომობილო ხიდი, რომლის მეშვეობით მელიტოპოლის გავლით ყირიმიდან ზაპოროჟიეს და სხვა მიმართულებით მძიმე შეიარაღება გადაჰყავდათ.
IPN