"მინდა ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტს" - ნიკა გვარამიას განთავისუფლების კადრები ნო­მერ მე-12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბიდან - კვირის პალიტრა

"მინდა ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტს" - ნიკა გვარამიას განთავისუფლების კადრები ნო­მერ მე-12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბიდან

"მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა, სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. გვა­რა­მი­ას ნო­მერ მე-12 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­უღ­ლე, შვი­ლი, კო­ლე­გე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი დახ­ვდნენ. მას ტა­ში­თა და შე­ძა­ხი­ლე­ბით დახ­ვდნენ.

"დიდი ხა­ნია ამ­დე­ნი ხალ­ხი არ მი­ნა­ხავს. მი­ხა­რია თქვე­ნი ნახ­ვა. არ ვე­ლო­დი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ვე­ლო­დე­ბო­დი თე­ბერ­ვალ-მარტს, როცა პი­რო­ბი­თად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­წევ­და. მე ვფიქ­რობ, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ეს ჩემ­თვის არ გა­უ­კე­თე­ბია, ეს გა­ა­კე­თა სა­კუ­ა­რი ქვეყ­ნის­თვის და ვფიქ­რობ, რომ ეს მას ღირ­სე­ბას მა­ტებს.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც ახლა ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ამ ვი­დე­ო­ებ­ში არ მომ­წონს ჩემი თავი, სა­ძაგ­ლო­ბაა და ბო­დიშს ვუხ­დი მე მას ამის გამო. აქვე უნდა ვთქვა, რომ არც ის უნდა გა­ჯი­უტ­დეს და უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი" - აღ­ნიშ­ნა გვა­რა­მი­ამ.