"ეს საშინელი ირონიაა, ძვლებში ვიგრძენი, რაც მოხდა... კომპანიას დიდი ხანია აფრთხილებდნენ" - "ტიტანიკის" რეჟისორი ჯეიმს კამერონი "ტიტანის" შესახებ - კვირის პალიტრა

"ეს საშინელი ირონიაა, ძვლებში ვიგრძენი, რაც მოხდა... კომპანიას დიდი ხანია აფრთხილებდნენ" - "ტიტანიკის" რეჟისორი ჯეიმს კამერონი "ტიტანის" შესახებ

აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა 22 ივ­ნისს და­ა­დას­ტუ­რა, რომ წყალ­ქვე­შა ნავ­მა "ტი­ტან­მა" კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და და ბორტზე მყო­ფი ხუ­თი­ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ად­მი­რალ ჯონ მა­უ­გე­რის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, ცხედ­რე­ბი ვერ იპო­ვონ, რად­გან ოკე­ა­ნე­ში, კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას, "წარ­მო­უდ­გენ­ლად მკაც­რი გა­რე­მოა".

ბრი­ფინ­გი­სას აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ძი­ე­ბო არე­ალ­ში “ტი­ტა­ნის” ხუთი ნა­წი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ჯერ ად­რეა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რო­დის მოხ­და აფეთ­ქე­ბა. მათი თქმით, ჯერ კი­დევ ბევ­რი კი­თხვა არ­სე­ბობს იმა­ზე, თუ რო­გორ, რა­ტომ და რო­დის მოხ­და ეს კა­ტას­ტრო­ფა.

მე­დია ამ თე­მა­ზე კი­ნო­რე­ჟი­სორ ჯე­იმს კა­მე­რო­ნის კო­მენ­ტა­რით და­ინ­ტე­რეს­და (კა­მე­რონ­მა 1997 წელს ლე­გენ­და­რუ­ლი ფილ­მი "ტი­ტა­ნი­კი" გა­და­ი­ღო).

რო­გორც რე­ჟი­სორ­მა BBC-სთან თქვა, როცა შე­ი­ტყო, რომ ნავ­მა ნა­ვი­გა­ცი­აც და კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ერ­თდრო­უ­ლად და­კარ­გა, მა­შინ­ვე ეჭვი გა­უჩ­ნდა, რომ კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და.

"ძვლებ­ში ვიგ­რძე­ნი, რაც მოხ­და. მისი ელექტრო­ნი­კის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის და GPS-ის სის­ტე­მის ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, წყალ­ქვე­შა ნავი გაქ­რა. ეგ­რე­ვე ტე­ლე­ფო­ნი ავი­ღე და ზო­გი­ერთ ჩემს ნაც­ნობს და­ვუ­რე­კე, ისე­თებს, ვინც წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის სა­კი­თხში გარ­კვე­უ­ლია.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში შემ­დე­გი ფაქ­ტე­ბი გა­ვი­გე: ისი­ნი სიღ­რმე­ში ეშ­ვე­ბოდ­ნენ, 3800 მეტ­რის სიღ­რმის ფსკერ­ზე. კო­მუ­ნი­კა­ცია და ნა­ვი­გა­ცია, რა­ი­მე კა­ტას­ტრო­ფა რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ისე არ და­ი­კარ­გე­ბო­და. პირ­ვე­ლი, რაც გა­ვი­ფიქ­რე, აფეთ­ქე­ბა იყო", - ამ­ბობს კა­მე­რო­ნი.

რე­ჟი­სორ­მა ასე­ვე თქვა, რომ სა­ში­ნე­ლი ირო­ნი­აა "ტი­ტა­ნის" და მისი ეკი­პა­ჟის ასე­თი გა­ნად­გუ­რე­ბა და მას ტი­ტა­ნი­კის ის­ტო­რი­ას ადა­რებს: "კი­დევ ერთი კა­ტას­ტრო­ფა გვაქვს, რო­მე­ლიც იმა­ვე გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის პრინ­ციპ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. OceanGate გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ", - თქვა კა­მე­რონ­მა.

კა­მე­რონ­მა ისიც დას­ძი­ნა, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყალ­ქვე­შა მოგ­ზა­უ­რო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან კომ­პა­ნი­ამ წე­რი­ლიც მი­ი­ღო, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ის "კა­ტას­ტრო­ფის­კენ მი­მა­ვალ გზას ადგა". გააგრძელეთ კითხვა