კადიროვის ვაჟების "სამხედრო მომზადება", როგორც პროპაგანდა - რამზან კადიროვის ვაჟები, ქალიშვილები და ოჯახის სხვა წევრები სპეციალურ სამხედრო მომზადებას გადიან - კვირის პალიტრა

კადიროვის ვაჟების "სამხედრო მომზადება", როგორც პროპაგანდა - რამზან კადიროვის ვაჟები, ქალიშვილები და ოჯახის სხვა წევრები სპეციალურ სამხედრო მომზადებას გადიან

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მინისტრის, ახმედ დუდაევის განცხადებით, რამზან კადიროვის ვაჟები, ქალიშვილები და ოჯახის სხვა წევრები სპეციალურ სამხედრო მომზადებას გადიან. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე გამოცემა Кавказ.Реалии-სთან საუბრისას უფლებადამცველები კადიროვის შვილების ომის პროპაგანდაში ჩართვას „შოუპროექტს“ უწოდებდნენ, რაც ჩეჩნების აგიტაციისთვის იყო მიმართული, რათა მოქალაქეები ომში „მოხალისეებად“ წასულიყვნენ.

დუდაევმა კადიროვის ოჯახის წევრების გადამზადების შესახებ ინფორმაცია „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტში“ პრესტურის დროს გააჟღერა, სწორედ აქ ხდება დაქირავებულ მებრძოლთა გადამზადება, რომელთაც შემდეგ უკრაინაში, ომში უშვებენ.

გავრცელდა ვიდეოც, სადაც 15 წლის ადამ კადიროვი პოლიგონზე სამიზნეებს ესვრის. კადრში ჩანს რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი ახმატ კადიროვი და რეგიონის მეთაურის ძმისშვილი, 26 წლის ჰამზატ კადიროვიც.

როგორც ცნობილია, რამზან კადიროვმა შემოდგომაზე განაცხადა, რომ მისი არასრულწლოვანი ვაჟები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას და ვიდეოც გამოაქვეყნა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ვიდეო არ არის გადაღებული ფრონტის ხაზზე, არამედ გადაღებულია იმ ადგილას, სადაც ადრე კადიროვის შვილის, აიშატ კადიროვას დელეგაცია მიიღეს.

51e3646940a316d08dfc0c66d0ca8e897a80811891e67d8ed147dd3aa970041b-0-1687515524.jpg
კადიროვის ვაჟები, 2022 წელი

რუსი პოლიტოლოგი პრეობრაჟენსკი აქამდე აღნიშნავდა კიდეც, რომ რამზან კადიროვის შვილების საბრძოლო მომზადება და საბრძოლო პროპაგანდა მიმართულია ჩეჩენი ხალხისკენ. აქამდე რამზან კადიროვი ხშირად აცხადებდა, რომ ჩეჩნეთიდან უკრაინის ომში რეგულარულად უშვებენ მოხალისეებს, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან. (წყარო)